სიახლეები

იანვარი 24, 2014 ანგარიშის “საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვა” პრეზენტაცია

ანგარიშის “საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვა” პრეზენტაცია

პარასკევს, 24 იანვარს, 12:00 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის „საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვა – ანალიზი და რეკომენდაციების\” პრეზენტაცია. კვლევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID). კვლევის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია პრობლემური სესხების კონტექსტში (მოიცავს როგორც ბანკების, ისე სხვა საფინანსო და არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ სესხებს). კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დასახვეწად.