30 აპრილს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ წარმოადგინა ანგარიში ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე 2013 წელს.