ხუთშაბათს, 12 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის – საქართველო და მეზობლების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობას ეძღვნებოდა.
პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვით წარსდგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ძი იანჩი. მან ისაუბრა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღმავებაზე. ასევე მიმოიხილა “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ინიციატივა, კერძოდ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ეს ინიციატივა სთავაზობს საქართველოს და სხვა მონაწილე ქვეყნებს. გარდა ამისა, ელჩმა დააანონსა, რომ 17 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. შეხვედრას ასევე ესწორებოდნენ საჯარო, კერძო და დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლები. კვლევა მომზადებულია ანგარიშების ციკლის „საქართველო და მეზობლები“ ფარგლებში, რომელიც ფონდი ღია საზოგადოების „ ანალიტიკური ორგანიზაციების პროგრამის“ მხარდაჭერით ქვეყნდება.