ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროგრამების მენეჯერი ირინა გურული მონაწილეობას მიიღებს ანალიტიკური ორგანიზაციების გაცვლით პროგრამაში, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდების“ ანალიტიკური ორგანიზაციების ინსტიტუციონალური მხარდაჭერის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა ათი წარმომადგენელი მსოფლიო ანალიტიკური ორგანიზაციებიდან. პროგრამის მიზანია გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერა სხვადასხვა ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთანავე, ინიციატივის ფარგლებში მოხდება თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევითი პროექტების, ინსტიტუციონალური განვითარების წახალისება და მხარდაჭერა. გაცვლითი პროგრამა ორწლიანია და მოიცავს რამდენიმე პირისპირ შეხვედრას და დისტანციურ კონფერენციებს. ინიციატივის შედეგად განხორციელდება რამდენიმე ერთობლივი კვლევითი პროექტი.