სიახლეები

მაისი 13, 2013 ანალიტიკური ორგანიზაციები ხელს აწერენ ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს

ანალიტიკური ორგანიზაციები ხელს აწერენ ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს

თექვსმეტმა ქართულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ და მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომელიც ანალიტიკურ ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში გაუძღვება. მისი მიზანია ჩამოაყალიბოს უპირატესი პრინციპები და უზრუნველყოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვა. ეთიკის ნაწილი აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებული მმართველობა ორგანიზაციაში, ხოლო ხარისხის სტანდარტების მოიცავს კვლევის ხარისხის, ანალიზის და ადვოკატირების პროცესს.