სიახლეები

მაისი 19, 2016 ახალი ანგარიშის ”საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა – 2015-2016: საგარეო შოკი და შიდა გამოწვევები” პრეზენტაცია

ახალი ანგარიშის ”საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა – 2015-2016: საგარეო შოკი და შიდა გამოწვევები” პრეზენტაცია

დღეს,19 მაისს, სასტუმრო თბილისი რუმსში ჩატარდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის(EPRC) ახალი ანგარიშის „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა – 2015-2016: საგარეო შოკი და შიდა გამოწვევები“ პრეზენტაცია.

 საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის რიგით მეცხრე ანგარიშის მთავარი თემაა: ლარის გაუფასურება და პოლიტიკის რეაგირება. ანგარიშში განხილულია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი მოვლენები და ხაზგასმულია არსებული გამომწვევები, რომლებსაც ეკონომიკის პოლიტიკის შემმუშავებლებმა და სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა უნდა უპასუხონ. კვლევა მომზადებულია ანგარიშების ციკლის “საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“ ფარგლებში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ძირითადი მოვლენების ანალიზი და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული კვლევები ფონდი ღია საზოგადოების „ანალიტიკური ორგანიზაციების პროგრამის“ მხარდაჭერით ქვეყნდება.