დღეს, 29 ივლისს, სასტუმრო თბილისი რუმსში (ახალ საკონფერენციო დარბაზი at Lolita’s), გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის „ნატო-ს ეფექტი ახალი წევრი ქვეყნების ეკონომიკებზე და მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის“ პრეზენტაცია.
აღნიშნული ანგარიში არის პროექტის „ეკონომიკური ნატო“ რიგით მეორე ანალიტიკური დოკუმენტი, დაფინანსებულია დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. ანგარიშში განხილულია ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური ეფექტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, გაანალიზებულია განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, რეგიონული ინტეგრაციისა და ინსტიტუციური განვითარების სტატისტიკური მონაცემები.