28 ნოემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ, მონაწილეობა მიიღო ქალაქ ვილნიუსში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე – „აღმოსავლეთ პარტნიორობა – პოლიტიკური გამოწვევები და სამომავლო დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებისათვის\”. კონფერენცია გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის\” მესამე სამიტის ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ – ლიტვის პრეზიდენტი – დალია გრიბაუსკაიტე, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის კომისრი, შტეფან ფულე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი.