📌 8 თებერვალს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, ჯანდაცვის ჯგუფის რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, დადაც განხილული იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხები.
📍პროგრამა მიზნად ისახავს მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას, საჯარო პოლიტიკის საკითხებში უმცირესობების ჩართულობის ზრდას, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამოქალაქო იდენტობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ერთიანობის მრავალფეროვნად გამოხატვაში.
➡️ პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“
ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.