ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და რადიო თავისუფლება, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) „ადგილობრივი დემოკრატია ქმედებაში“ გრანტის ფარგლებში, იწყებს პოდკასტების სერიას „მსოფლიო თავდაყირა“.
პოდკასტის პირველი ეპიზოდი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდგომ რეალობას, 3+3-ის ფორმატს და საქართველოსთვის ახალი რეგიონული ფორმატის საფრთხეებს ეხება.
პოდკასტის წამყვანები არიან: ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო გელაშვილი, სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.
პირველი ეპიზოდის სტუმრები არიან: შოთა ღვინერია, დიპლომატი, EPRC-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი და გიგი გიგიაძე, დიპლომატი, EPRC-ის უფროსი მკვლევარი.
მოუსმინეთ პოდკასტს: რა მოვუხერხოთ 3+3-ს?