სიახლეები

დეკემბერი 27, 2022 27 დეკემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27 დეკემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

📌 27 დეკემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს.
📍 პროგრამა მიზნად ისახავს მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას, საჯარო პოლიტიკის საკითხებში უმცირესობების ჩართულობის ზრდას, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამოქალაქო იდენტობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ერთიანობის მრავალფეროვნად გამოხატვაში.
➡️ პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“
ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.