ბლოგი

1919 წელი – საქართველომ ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა

1919 წელი – საქართველომ ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა

ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში

ევროპაში სუფრაჟისტული მოძრაობა მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო და მას წარმატებისთვის საკმაო დრო დასჭირდა. საარჩევნო ხმის უფლება ქალებმა, ყველაზე ადრე, ფინეთში მოიპოვეს (1906), ხოლო ყველაზე გვიან − შვეიცარიაში (1971). საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, სადაც ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭეს 1919 წელს. დამფუძნებელ კრებაში/Constituent Assembly (პარლამენტში) აირჩიეს ხუთი ქალი: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე. მათ შორის, სამი რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ, ხოლო ანა სოლოღაშვილი დახვრიტეს დიდი ტერორის დროს, 1937 წელს.

ჯერ კიდევ 1918 წელს თბილისში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყარაჯალას რაიონში გაიმარჯვა და თვითმმართველობის (ერობის) დეპუტატი გახდა ფარიხანუმ სოფიევა. ეს არის დემოკრატიული არჩევნების გზით მუსლიმი ქალის არჩევის ყველაზე ადრეული შემთხვევა მსოფლიოში.