სიახლეები

აპრილი 19, 2024 1906 წელი – შვეიცარიის სასამართლომ კერესელიძეების საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის უკანონობის ერთ-ერთი პირველი სამართლებრივი აღიარებაა

1906 წელი –  შვეიცარიის სასამართლომ კერესელიძეების საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის უკანონობის ერთ-ერთი პირველი სამართლებრივი აღიარებაა

 

შვეიცარიის სასამართლო და რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია

1906 წელს, რუსეთის მთავრობის მოთხოვნით დუშეთის მაზრის ხაზინაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები, ლეო და გიორგი კერესელიძეები შვეიცარიის პოლიციამ დააკავა. რუსეთი მათ ექსტრადიციას ითხოვდა.

მსჯავრდადებულთა უფლებებს იცავდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი და საერთაშორისო სამართლის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის „საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის“ (Institut de Droit International) წევრი − ერნესტ ნისი (Ernest Nys). მან შვეიცარიის სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომ 1783 წელს საქართველომ რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება − „გეორგიევსკის ტრაქტატი“, რომელიც რუსეთმა დაარღვია და უკანონოდ განახორციელა საქართველოს ანექსია. ამიტომ, ერნესტ ნისის მტკიცებით, კერესელიძეების მიერ ჩადენილი ქმედება იყო არა კრიმინალი, არამედ პოლიტიკური აქტი − ისინი რუსეთის მიერ დარღვეული საქართველოს სამართლებრივი უფლებების აღდგენისთვის იბრძოდნენ.

შვეიცარიის სასამართლომ მართებულად ცნო ეს არგუმენტი და არათუ უარი უთხრა რუსეთს კერესელიძეების ექსტრადიციაზე, არამედ გაათავისუფლა დაკავებულები. ამით შვეიცარიის სასამართლომ სამართლებრივად აღიარა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის უკანონობა.