სიახლეები

მაისი 23, 2022 17-21 მაისს, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე “მარშალის გეგმის” 75 წლისა და გერმანიის მარშალის ფონდის 50 წლის იუბილეს ფარგლებში ჩანიშნულ შეხვედრებში მონაწილეობდა

17-21 მაისს, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე “მარშალის გეგმის” 75 წლისა და გერმანიის მარშალის ფონდის 50 წლის იუბილეს ფარგლებში ჩანიშნულ შეხვედრებში მონაწილეობდა
17-21 მაისს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ის, “მარშალის გეგმის” 75 წლისა და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) 50 წლის იუბილეს ფარგლებში ჩანიშნულ შეხვედრებში მონაწილეობდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა შტეფან მაისტერს, საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების (DGAP) საერთაშორისო წესრიგისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელს; ანნა კამინსკის, აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური დიქტატურის შესწავლის ფედერალური ფონდის დირექტორს; კარლ-ჰაინც კამპს, თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის საგანგებო წარმომადგენელს და დომინიკ მუტერს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და არქტიკული პოლიტიკის ფედერალური საგარეო უწყების უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს.

ასევე, მონაწილეობდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან: მაიკლ როთთან, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთან და კნუტ აბრაჰამთან, გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის წევრთან გამართულ შეხვედრებში.

20 მაისს კი ნინო ევგენიძე გერმანიის ყოფილ პრეზიდენტს, იოახიმ გაუკს შეხვდა.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, სადაც მხარეებმა მიმდინარე პროცესებში საქართველოს პოზიციებისა და ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ ისაუბრეს.