ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან კარა მაკდონალდთან, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ატლანტიკური საბჭოს, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ხელშეწყობის ფონდის, ჰადსონი ინსტიტუტის, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED), ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და სხვა ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს თემებზე მუშაობენ.