სექტემბერი 15, 2021
15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!
15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა!
პოლიტიკური არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის, ეკონომიკური და სოციალური სირთულეებისა და შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე, დღეს მსოფლიოში დემოკრატიის ბალანსი დარღვეულია.
დემოკრატიის ხარისხი უარესდება საქართველოშიც. ბოლოდროინდელი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუარესების ფონზე, საქართველოს დემოკრატიული პროგრესი სტაგნაციას განიცდის.
იმისათვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება და დემოკრატიული პროგრესის შენარჩუნება, საჭიროა სახელმწიფოებრივ დონეზე იყოს დაცული თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა.
ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიული პროგრესის მიღწევა საქართველოში შესაძლებელია!
EPRC უერთდება დემოკრატიის საერთაშორისო დღის აღნიშვნას! ამ თარიღთან დაკავშირებით კი გთავაზობთ ჩვენი ჟურნალების – “ამერიკული ინტერესისა” და “ფრონტისპირა დემოკრატიის ჟურნალის” ბოლო ნომრებს!
ჟურნალების მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, EPRC-ის ოფისში.