ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიის გაძლიერებასა და ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებას. დეტალური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ცენტრი ქმნის პოლიტიკის რეკომენდაციებს და ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნის გავრცელებასა და პოლიტიკური ინიციატივების შესახებ დისკუსიის წარმოებას.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აქტიურად იკვლევს და ხელს უწყობს ეკონომიკური, ფინანსური, უსაფრთხოებისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებების განვითარებას. თანამედროვე კვლევითი მეთოდებისა და ინსტრუმენტების იმპლემენტაციის შედეგად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ქვეყანაში სანდო, მიუკერძოებელი და ობიექტური წყაროს სტატუსით სარგებლობს.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუჯობესება და ეკონომიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით.
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:
აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.