დონორი | ხანგრძლივობა | ბიუჯეტი | სტატუსი |
---|---|---|---|
ევროკავშირი/სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი | 2014 - 2015 | 18,900 GEL | დასრულებული |
კვლევის მიზანია შეისწავლოს, გაანალიზოს და მიაწოდოს რეკომენდაციები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებაც მას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ევალება. ანგარიშში განხილულია ევროკავშირის ის დირექტივები, რომლებთან შესაბამისობაშიც სამინისტრო უნდა მოვიდეს და წარმოდგენილია რეკომენდაციები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის დირექტივების თვალსაზრისით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში ორი მთავარი სფერო შედის – წყლის რესურსების და ნარჩენების მართვა.