ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად 29 აპრილს თბილისში “ამბასადორთა ფორუმი” გაიმართა.
ფორუმი აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ფორუმის გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები- რიჩარდ მაილსი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.