„ის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე გადის მრავალწლიანი დაგეგმვისა და რეალიზაციის შედეგია. ნებისმიერ მსგავს ალტერნატიულ პროექტს, რომელიც რეგიონში შედგება მშვიდობის გარდა მაღალი ხარისხის პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება, რათა მოხერხდეს მისი განხორციელებისთვის საჭირო მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა.“
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ცენტრის მკვლევარი ზაზა შენგელია TV პალიტრანიუსთან ინტერვიუში ყარაბაღის მეორე ომის შედეგების, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში რუსეთის როლის, რეგიონული პროექტების და საქართველოს პოზიციების შესახებ საუბრობს.
ამ საკითხებზე მეტის გასაგებად გაეცანით EPRC-ის გამოცემას “ყარაბაღის მეორე ომი – ერთი წლის შემდეგ”, ავტორი ზაზა შენგელია.