“ვის რაში გამოცდის „უკრაინის კრიზისი?“ – მოუსმინეთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და რადიო თავისუფლების ერთობლივ პოდკასტს – “მსოფლიო თავდაყირა”.
პოდკასტის სტუმრები არიან: მიხაილო ჟერნაკოვი, ფონდ „დე იურე“-ს საბჭოს თავმჯდომარე და ანდრო გიგაური, უკრაინის მართლმსაჯულების რეფორმის ექსპერტი.
პოდკასტის სტუმრები უკრაინაში არსებული განწყობის, ომის სამზადისის, საერთაშორისო პოზიციებისა და საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
პოდკასტის წამყვანები არიან: ნინო ევგენიძე, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო გელაშვილი, სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული.
პროექტი ხორციელდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) „ადგილობრივი დემოკრატია ქმედებაში“ გრანტის ფარგლებში.
მოუსმინეთ ეპიზოდს: ვის რაში გამოცდის „უკრაინის კრიზისი?