9-11 სექტემბერს, სასტუმრო ლოპოტის ტბაზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), ატარებს სამდღიან ტრენინგს საქართველოს პარლამენტისთვის. ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები და კომიტეტის თანამშრომლები გაეცნობიან ისეთ თემებს როგორიცაა: ბიუჯეტის დაგეგმვა, პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგია, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, პარლამენტის კომიტეტების მიერ ბიუჯეტის შესრულების ანალიზი, საპარლამენტო ზედამხედველობა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები. ეს რიგით მეთხე ტრენინგია და ტარდება პროექტ „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის/ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება.