სიახლეები

ივნისი 24, 2024 ტენდერი ექიმის მომსახურებაზე

ტენდერი ექიმის მომსახურებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ექიმის მომსახურებაზე.

ტენდერი ცხადდება პროექტის “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; საქართველოს საზოგადოების ინფორმირების ზრდას. პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა პროექტში ჩართული ახალგაზრდების(მოსწავლეების) ტრენინგის და სამუშაო შეხვედრის ჩატარება სასტუმროს სივრცეში, რისთვისაც, ა(ა)იპ „ეკონომიკური პოლიტიკის კცლევის ცენტრს სჭირდება ექიმის მომსახურება.

წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:

შემსყიდველი ორგანიზაცია: ა(ა)იპ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“

წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 22.06.2024

წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 28.06.2024

წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 30.06.2022

ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 05.07.2024

მომსახურების დაწყების და დასრულების ვადები:

10.07.2024-25.07.2024

ტექნიკური დავალების მიზანი:

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია ექიმის შერჩევა, ტრენინგების მიმდინარეობისას საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის, პირველადი დახმარების გაწევის, მედიკამენტის დანიშვნის/მიწოდების, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის/დამატებით კვლევაზე გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით.

კონკრეტული დავალება:

10 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით სასტუმროში უნდა განთავსდეს 5 ნაკადი, თითო ნაკადში იქნება 25 ბავშვი. თოთოეული ჯგუფი განთავსდება 4 დღით (3 ღამე). მითითებულ პერიოდში უნდა მოხდეს ტექნიკურ დავალებაში აღწერილი მომსახურების გაწევა.

➢ ნაკადების გრაფიკი არის შემდეგი: (პირველი ნაკადი: 10/07/2024-13/07/2024; მეორე ნაკადი: 13/07/2024-16/07/2024; მესამე ნაკადი: 16/07/2024-19/07/2024; მეოთხე ნაკადი: 19/07/2024-22/07/2024; მეხუთე ნაკადი: 22/07/2024-25/07/2024). წინადადების გამოგზავნისას, უნდა მიუთითოთ ბანაკის ნაკადის თარიღი;

➢ მომსახურების გაწევის ადგილი: კახეთი, ლოპოტა;

➢ გასაწევი მომსახურების დაზუსტებული რაოდენობა და დრო მიმწოდებელს ეცნობება მომსახურების გაწევამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

➢ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ დაგეგმილი ტრენინგების ჩატარების თარიღები შეიცვლება, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს შემსყიდველი შეატყობინებს დაგეგმილი ტრენინგების სავარაუდო განხორციელების თარიღამდე 5 დღით ადრე და შეათანხმებს ახალ თარიღს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;

➢ ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისშესახებ გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტისსაფუძველზე.

 

 

ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:

შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე. შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგინფორმაციას:

➢ პრეტენდენტის სახელწოდება, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;

➢ პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;

➢ ოჯახის ექიმის ლიცენზია ან გადაუდებელი დახმარების სერთიფიკატი.

პრეტენდენტს შეარჩევს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 22 ივნისიდან 28ივნისის ჩათლით 18:00 საათამდე ელ.ფოსტის მისამართზე:

0AEDD4B6-1D8F-4E54-80E5-29E802A1AF4E.gif

[email protected] და სათაურში მიუთითეთ “ექიმისმომსახურება”.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ [email protected]


პროექტი “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის სამხრეთ კავკასიაში (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) პარტნიორობით. პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი მიმღეობის, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში კი ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაზრდა.