სიახლეებიი

დეკემბერი 9, 2021 შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის: ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის

შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის: ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) იწვევს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მონაწილეობა მიიღონ პროექტში „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულაზერბაიჯანული და ქართულსომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“.

პროექტის მხარდამჭერია “შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო”.

პროექტი „ACTION” მიზნად ისახავს შექმნას ქართული, აზერბაიჯანული და სომხური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მონაწილეებში ისეთი უნარებს განვითარებას, როგორებიც არის: მონაცემთა ანალიზი, აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების მარტიენაზე მიწოდება და ციფრული მედია კომუნიკაციები.

სწორედ ამ მიზნით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მონაწილეებს სთავაზობს სამუშაო შეხვედრებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, გაეცნონ მონაცემების დამუშავების, კორუფციის ნიშნების ამოცნობის და კვლევის შედეგების ეფექტურად გადმოცემის ხერხებს, ინფორმაციის მოძიების და წყაროების გადამოწმების მეთოდებს, ციფრული მედიის თანამედროვე ხელსაწყოების საშუალებით საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს. მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შექმნან საზოგადოებისთვის მარტივად აღქმადი მესიჯები და მონაცემთა ვიზუალიზაცია, რაც დაეხმარება მათ გაზარდონ საზოგადოების მხრიდან საკუთარი ორგანიზაციისადმი ნდობა და მისი ცნობადობა. ასევე, გაეცნობიან დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის გადამოწმებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს; განივითარებენ მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარებს.

პროექტის ფარგლებში, თბილისში გაიმართება სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებს საქართველოდან ექნებათ შესაძლებლობა, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაესწრონ სემინარებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და განივითარონ შესაბამისი უნარები.

საბოლოო ეტაპზე კი, მონაწილეები იმუშავებენ ერთობლივ პუბლიკაციებზე, რომლებიც EPRC-ის ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნდება. პუბლიკაციების ავტორები მიიღებენ ჰონორარს.

EPRC გიწვევთ, შეავსოთ აპლიკაცია, მონაწილეობა მიიღოთ პროექტში და გახდეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმის წევრი.

იმისათვის, რომ შეძლოთ პროექტში მონაწილეობის მიღება:

  • უნდა იყოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (მუშაობდეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, იყოთ სამოქალაქო აქტივისტი ან მედიის წარმომადგენელი);
  • მუშაობდეთ ან დაინტერესებული იყოთ ისეთი საკითხებით, როგორიც არის: 1. მდგრადი ეკონომიკა და სოციალური განვითარება; 2. დემოკრატია და მმართველობა; 3. გენდერული საკითხები და ეკონომიკა; 4. მიგრაცია.
  • იმისათვის, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეძლოთ პროექტში მონაწილეობის მიღება, თქვენმა ორგანიზაციამ უნდა გამოთქვას მზაობა, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ერთი კვირით უმასპინძლოს მეზობელი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის) წარმომადგენელს და გააცნოს მას თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა. მასპინძელი ორგანიზაციის შერჩევა მოხდება საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან თანამშრომლობისა და კვლევითი გამოცდილების საფუძველზე. არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სტაჟიორი უზრუნველყოს სამუშაო სივრცით, დროითა და რესურსებით. მასპინძელი ორგანიზაციის მენტორები მიიღებენ ფულად ჰონორარს.

 

პროექტის ფარგლებში ჩანიშნული ვებინარები და სამუშაო შეხვედრები 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

პროექტში მონაწილეობისათვის:

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, მისამართზე: [email protected] წერილის გამოგზავნისას, ‘Subject’-ის ველში მიუთითეთ „Project ACTION”.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 20 იანვარი

 

მონაწილეების შერჩევა მოხდება მათი ინტერესისა და მოტივაციის საფუძველზე.

განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ, შერჩეული მონაწილეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ წერილს და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.