fukuyama logo

სიახლეები

აპრილი 30, 2022 შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდის ევროპისა და ჩრდილო ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ლარს ჰენსელსთან და ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორთან, ტომას შრაპელთან

შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდის ევროპისა და ჩრდილო ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ლარს ჰენსელსთან და ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორთან, ტომას შრაპელთან

29 აპრილს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის ევროპისა და ჩრდილო ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლარს ჰენსელს და ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, ტომას შრაპელს სასტუმრო სტამბაში, “ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის” ოფისში უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს წინაშე არსებულ როგორც საგარეო, ასევე საშინაო გამოწვევებზე, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე და ამ კუთხით საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე გაამახვილეს ყურადღება და კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ კითხვარის გამჭვირვალედ შევსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.