სიახლეები

მაისი 27, 2015 სამუშაო შეხვედრა კვლევის ”საქართველოში ელექტრონული სერვისების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ანალიზი” ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა კვლევის ”საქართველოში ელექტრონული სერვისების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ანალიზი” ფარგლებში

2015 წლის 27 მაისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, კვლევის „საქართველოში ელექტრონული სერვისების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ანალიზი“ ფარგლებში, მოეწყო სამუშაო შეხვედრა. პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), ესტონური არასამთავრობო ორგანიზაცია პრაქსის პოლიტიკური სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქ-ნმა თეა წულუკიანმა, ესტონეთის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა პრიიტ ტურკმა, ასევე, ესტონეთს მთავრობის სტრატეგიულმა მრჩეველმა საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხში ბ-ნმა სიმ სიკუტმა, რომელმაც ისაუბრა ესტონეთში მოქალაქეებზე მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებაში მიღებულ გამოცდილებაზე.