6 ივლისს, EPRC-ის პროგრამების მენეჯერი გივი ჭანუყვაძე დაესწრო საქართველოს პარლამენტის სარედაქციო ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას, რომელიც ჩატარდა პროექტ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის” ფარგლებში. შეხვედრის განმავლობაში ინტერფრაქციულმა სამუშაო ჯგუფმა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა და გეგმაში შემავალი ვალდებულებების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები განიხილეს.