სიახლეები

მარტი 7, 2016 სადისკუსიო შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე რუსთავსა და მარნეულში

სადისკუსიო შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე რუსთავსა და მარნეულში

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების მხარდაჭერით, აგრძელებს სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებას პროექტის “საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში. დღეს, 7 მარტს, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა ლაშხი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ლაშა დარსალია ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე სტუდენტებს, საკრებულოების, ასარამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რუსთავისა და მარნეულში ესაუბრნენ. მსგავსი სახის სადისკუსიო შეხვედრებს EPRC Chevning-ის კურსდამთავრებულებთან ერთად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაუწევს ორგანიზებას.