“რა შებოჭავს რუსეთს – ანუ ომი, როგორც კრემლის გადამრჩენი „სანახაობა“ – მოუსმინეთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და რადიო თავისუფლების ერთობლივ პოდკასტს – “მსოფლიო თავდაყირა”.
პოდკასტის სტუმრები არიან: „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მუჩაიძე და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) ექსპერტი – ვანო მაჭავარიანი.
სტუმრები საუბრობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთის აგრესიის, კრემლის იმპერიალისტური მისწრაფებების, დასავლეთის პოზიციების, საქართველოს რეაქციისა და ომის თავიდან აცილების გზებზე.
პოდკასტის წამყვანები არიან: ნინო ევგენიძე, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო გელაშვილი, სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული.
პროექტი ხორციელდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) „ადგილობრივი დემოკრატია ქმედებაში“ გრანტის ფარგლებში.
მოუსმინეთ პოდკასტს: