სიახლეებიი

ოქტომბერი 13, 2015 მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრა

მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ოქსფამის მხარდაჭერით ”სასურსათო უსაფრთხოების სრულყოფა და მცირე ფერმერების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრაში, რომელიც იმართება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში – რომი, იტალია. მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტი 1974 წელს დაარსდა, როგორც მთავრობათაშორისი ორგანო და შეიმუშავებს პოლიტიკას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების თემებზე, სურსათის წარმოების, სურსათზე ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომიბის ჩათვლით.