სტენფორდის უნივერსიტეტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development- LAD) პირველ სალექციო კურსს იწყებენ, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ტრაგერი გაუძღვებიან, ასევე მოწვეული მომხსენებლები კეტრინ სტონერი სტენფორდის უნივერსიტეტიდან და დევიდ კრამერი მაკკეინის საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტიდან.
LAD პროგრამა თბილისში ამა წლის 18-22 იანვარს ჩატარდება. LAD პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში 250-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, საიდანაც სტენფორდის უნივერსიტეტმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, შეარჩია პროგრამის 30 მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან. მონაწილეები ბიზნეს სექტორის ხელმძღვანელი პირები, მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირები და სამოქალაქო სექტორის ლიდერები არიან.
მოხარული ვართ გაგაცნოთ LAD პროგრამის მონაწილეები. პროგრამისა და მონაწილეების შესახებ ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ
LAD პროგრამის ბროშურა.