საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა გაგრძელებულია 2015 წლის 6 ნოემბრამდე
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სტენფორდის უნივერსიტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად იწყებს ერთობლივ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development – LAD) დაარსებას საქართველოში.
ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. კურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნებიდან. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ლიდერთა განვითარების აკადემიის 5 დღიანი, ინტენსიური სასწავლო კურსის განმავლობაში, კურსისის მონაწილეები საჯარო, კერძო და არასამათავრობო ორგანიზაციებიდან, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან დაეუფლებიან ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ამუშავებს რამდენიმე სასწავლო ქეისს, რომელთა დახმარებითაც, მონაწილეები რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს, განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
ლიდერთა განვითარების აკადემია გაიმართება თბილისში 2016 წლის 18-22 იანვარს. ლიდერთა განვითარების აკადემიის მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 6 ნოემბერი, 18:00.
პროგრამის და განაცხადების გამოგზავნის დეტალური პროცედურის შესახებ გთხოვთ იხილოთ განცხადების
ინგლისური ვერსია და თანდართული დოკუმენტები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
[email protected]