სიახლეები

აპრილი 14, 2016 ლექცია თემაზე: ”კარგი მმართველობა: ევროინტეგრაციის ვალდებულებები საქართველოსთვის”

ლექცია თემაზე: ”კარგი მმართველობა: ევროინტეგრაციის ვალდებულებები საქართველოსთვის”

14 აპრილს, EPRC-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სალექციო კურსის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. ლექციის თემა იყო: „კარგი მმართველობა: ევროინტეგრაციის ვალდებულებები საქართველოსთვის“.