5 მაისს, EPRC-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სალექციო კურსის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერმა ირინა გურულმა. ლექციის თემა იყო: “ევროკავშირის რეგულაციები – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები”.