ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) საქართველო, ისევე როგორც მრავალი ქვეყანა, უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. 14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3500-ს გასცდა, 100,000 მოსახლეზე 14 დღის მაჩვენებელი კი – 944-ს; ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში – 100 ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით.
დაავადებათა კონტროლის და საზაგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ COVID19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება.
ცალსახაა, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, შეუძლებელს გახდის არამარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია,
1. ყველანი შევთანხმდეთ შემდეგ პრინციპზე:
პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი.
2. დაუყოვნებლივ გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:
ქვეყანაში ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებების მართვის მექანიზმის გაძლიერება;
სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება;
საზოგადოების ინფორმირების / კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება:
მიმართვას ხელს აწერენ:
დავით გზირიშვილი
გიორგი გოცაძე
ნინო ევგენიძე
აკაკი ზოიძე
იაგორ კალანდაძე
ვახო კალოიანი
ნინო კიკნაძე
ლევან კობერიძე
ვატო სურგულაძე
ანდრია ურუშაძე
ნინო მირზიკაშვილი
სერგო ჩიხლაძე
ქეთი ჩხატარაშვილი
გიგი წერეთელი
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მიმართვა მომზადებულია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში