💬„მას შემდეგ, რაც გერმანია უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებს, ეს იქნება ეპოქალური ცვლილებისკენ გადადგმული ნაბიჯი და გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობის უდიდესი წყალგამყოფი“ – 25 იანვარს Formula • ფორმულასთან ინტერვიუში გიგი გიგიაძემ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, შეაფასა გერმანიის როლი მიმდინარე ომში და მისი გადაწყვეტილება მძიმე იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით.