“რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ემთხვევა ძალიან ცუდ გარემოებას – საქართველოს მოქალაქეების მასიურ გასვლას ქვეყნიდან. ჩვენ ეს უსაფრთხოების განზომილება კიდევ გვემატება იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ანაცვლებენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით დარჩნენ საქართველოში“.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე BMG-სთან ინტერვიუში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების, საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ საუბრობს.