კონკურსი – ერთიანი საქართველო ევროპისთვის
ინფორმაცია პროექტის და კონკურსის შესახებ
პროექტი ერთიანი საქართველო ევროპისთვის მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების, და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.
კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით, 9-12 კლასების სკოლის მოსწავლეებმა და მომავალი ლიდერებმა შეძლონ მეტი გაიგონ ევროპული შესაძლებლობებისა და ღირებულებების შესახებ, ჩაერთონ საზაფხულო სკოლებში და ფრთა შეასხან საკუთარ იდეებს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, შეიძინონ და გაიძლიერონ ლიდერობის უნარები.
კონკურსი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) ახორციელებს.
კონკურსის პირობები
2025 წლის 10 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით, 9-12 კლასების მოსწავლეები, ელექტრონულად გამოაგზავნიან საკუთარ ხედვას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესსეს ან მულტიმედია პროდუქტის (ფოტო, ვიდეო, ილუსტრაცია და სხვა) სახით. კონკურსის თემატიკა შესაძლოა მოიცავდეს ისეთ თემებს როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპული ღირებულებები (თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, კანონის უზენაესობა).
მიღებული განაცხადებიდან, საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 250 საუკეთესო ნაშრომი. ნაშრომების ავტორები მიიღებენ სერტიფიკატებს და მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საზაფხულო 4 დღიან ბანაკებში.
ბანაკებში მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ იდეათონის ფორმატის კონკურსში, რომლის ფარგლებშიც, გამოვლენილი საუკეთესო 10 პროექტის განხორციელდება დაფინანსდება 5,000 ათას ევრომდე თანხით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი GOOGLE FORM-ის მეშვეობით, ფორმაშივე უნდა დაურთონ ესსე (მაქსიმუმ 3 გვერდი) ან მულტიმედია პროდუქტი (ფოტო, ვიდეო, ილუსტრაცია და სხვა).
https://docs.google.com/forms/d/1hM6zpZWU0P8qupMFvyQugZZuTBuTqztxODkpyV4JnrI/edit
შეფასების სქემა
მიღებული ნაშრომების შეფასება მოხდება პროექტის ფარგლებში დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, რომლებიც იხელმზღვანელებენ შეფასების შემდეგი კრიტერიუმებით: 1. წარმოდგენილი ნაშრომის თემატური რელევანტურობა; 2. ინოვაციური/კრეატიული ხედვა; 3. დასაბუთებული, არგუმენტირებული მსჯელობა და გამართულობა.
კონკურსის ეტაპები:
ნაშრომის მიღება – 10 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით
გამარჯვებულების გამოვლენა – 1 ივნისამდე
ევროკავშირის საზაფხულო ბანაკები 5 ნაკადად – 1 ივლისი – 25 ივლისი
ბანაკებში დამუშავებული საუკეთესო იდეების/პროექტების გამოვლენა – 15 ივლისი – 1 აგვისტო;
ბანაკებში გამარჯვებული პროექტების განხორციელება – 1 სექტემბერი – 1 დეკემბერი.