ბლოგი

EPRC-ის ორგანიზებით „გზამკვლევი საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომსახურებით ვაჭრობის სფეროში“ პრეზენტაცია გაიმართა

EPRC-ის ორგანიზებით „გზამკვლევი საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომსახურებით ვაჭრობის სფეროში“ პრეზენტაცია გაიმართა
28 თებერვალს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (Economic Policy Research Center) ორგანიზებით „გზამკვლევი საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომსახურებით ვაჭრობის სფეროში“ პრეზენტაცია გაიმართა.
ვინაიდან ქართული ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის პროცესში განათლება მთავარ გამოწვევას და ძირითადი პრობლემას წარმოადგენს, პროექტის ფარგლებში შერჩეული 100 კომპანიისათვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება და მასტერკლასები ტარდება, ხოლო პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია სასწავლო კურსს შვედეთში გადის.“- აღნიშნა “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ.