ბლოგი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ვებინარი – Sharks, Herrings and Mermaids of the Black Sea

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ვებინარი – Sharks, Herrings and Mermaids of the Black Sea
დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ევროპაში აშშ-ს სამხედრო შენაერთებისა და ნატო-ს სახმელეთო ძალების ყოფილ მთავარსარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან.

ვებინარზე გახსნითი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

დისკუსიას მოდერირებას უწევდა შოთა ღვინერია, EPRC-ის უფროსი მკვლევარი.

ვებინარის მთავარი სადისკუსიო თემა იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, შავი ზღვაში და მის ირგვლივ მიმდინარე იმ გეოპოლიტიკური მოვლენების და ცვლილებების ანალიზი, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონში უსაფრთხოების ფორმირებაზე.