არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ექიმის მომსახურებაზე.
ტენდერი ცხადდება პროექტის “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; საქართველოს საზოგადოების ინფორმირების ზრდას. პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა პროექტში ჩართული ახალგაზრდების (მოსწავლეების) ტრენინგის და სამუშაო შეხვედრის ჩატარება სასტურმოს სივრცეში, რისთვისაც, ა(ა)იპ „ეკონომიკური პოლიტიკის კცლევის ცენტრს სჭირდება ექიმის მომსახურება.
წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:
შემსყიდველი ორგანიზაცია: ა(ა)იპ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 23.06.2025
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 02.07.2025
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 05.07.2025
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 10.07.2025
მომსახურების დაწყების და დასრულების ვადები:
10.07.2025-15.08.2025
ტექნიკური დავალების მიზანი:
წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია ექიმის შერჩევა, ტრენინგების მიმდინარეობისას საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის, პირველადი დახმარების გაწევის, მედიკამენტის დანიშვნის/მიწოდების, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის/დამატებით კვლევაზე გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით.
კონკრეტული დავალება:
10 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით სასტურმოში უნდა განთავსდეს 5 ნაკადი, თითო ნაკადში იქნება 25 ბავშვი. თოთოეული ჯგუფი განთავსდება 4 დღით (3 ღამე). მითითებულ პერიოდში უნდა მოხდეს ტექნიკურ დავალებაში აღწერილი მომსახურების გაწევა.
ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:
შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე. შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
პრეტენდენტს შეარჩევს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.
განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2025 წლის 23 ივნისიდან 02 ივლისის ჩათლით 18:00 საათამდე ელ.ფოსტის მისამართზე:
[email protected] და სათაურში მიუთითეთ “ექიმის მომსახურება”.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ [email protected]
პროექტი “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის სამხრეთ კავკასიაში (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) პარტნიორობით. პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი მიმღეობის, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში კი ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაზრდა.