სიახლეები

მარტი 5, 2022 ჩვენი ჟურნალი “ამერიკული ინტერესი” თქვენს წინაშე ახალი სახელით – “ამერიკული მიზანი” ბრუნდება

ჩვენი ჟურნალი “ამერიკული ინტერესი” თქვენს წინაშე ახალი სახელით – “ამერიკული მიზანი” ბრუნდება
ჟურნალის პირველი ნომრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, უკრაინა და ის პროცესებია, რომელთა შედეგად დღეს ევროპა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
ჟურნალში იხილავთ ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მოსაზრებებს და იმ მოვლენათა ჯაჭვის კრიტიკულ ანალიზს, რომლებიც წინ უძღოდა რუსეთის სამხედრო აგრესიას.
ჟურნალის აღება კვლავაც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი, შემდეგ მისამართებზე:
▪️ EPRC-ის ოფისი, ფალიაშვილის 85
▪️სტამბის წიგნები მ.კოსტავას ქ.14
 სულაკაურის წიგნის მაღაზიებში, შემდეგ მისამართებზე:
▪️ ი.ჭავჭავაძის გამზ.15
▪️ ს.ცინცაძის ქ.2
▪️ „სითი მოლი” – პ. ქავთარაძის ქ.1 – პირველი სართული
▪️ „გალერია თბილისი” – რუსთაველის გამზ. 2/4 – პირველი სართული
▪️ “სითი მოლი”, ქავთარაძის ქუჩა, 1. 1 სართული
▪️ “გლდანი მოლი”, G სართული
▪️ “ისთ ფოინთი”, ისთ ფოინთის მთავარი მოედანი