სიახლეები

ივნისი 30, 2015 ახალი ანგარიშის პრეზენტაცია – საქართველო და მეზობლები – მთავარი თემა: საქართველო რუსული ექსპანსიონიზმის და ფინანსური კრიზისის ფონზე

ახალი ანგარიშის პრეზენტაცია – საქართველო და მეზობლები – მთავარი თემა: საქართველო რუსული ექსპანსიონიზმის და ფინანსური კრიზისის ფონზე

დღეს, 30ივნისს, გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის პრეზენტაცია – საქართველო და მეზობლები. მთავარი თემა: საქართველო რუსული ექსპანსიონიზმის და ფინანსური კრიზისის ფონზე.

ანგარიშში განხილულია რუსული ეკონომიკის გამოწვევები, რუსულ-ქართული ეკონომიკური კავშირები და რუსული ექსპანსიონიზმისა და ფინანსური კრიზისის გავლენა საქართველოზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით. ანგარიში ასევე განსაზღვრავს რუსული ექსპანსიონისტური პოლიტიკით განპირობებულ შესაძლო რისკებს საქართველოსათვის და გვთავაზობს რეკომენდაციებს.