10 ივლისს, EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ მონაწილეობა მიიღო ACCESS-ის პროექტის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკის ფორუმში, სადაც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ანალიტიკურმა ცენტრებმა, ბიზნეს გაერთიანებებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.