შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, მეზობლებთან ორმხრივი ურთიერთობის, ქვეყნის მიმართ რუსეთის პოლიტიკისა და საქართველოში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შესახებ ისაუბრეს.
ტორბენ რავენი არის საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი. ის აქტიურად მუშაობს საქართველოში დანიის საელჩოს გასახსნელად, ამ მიზნით კი აქტიურად მართავს შეხვედრებს დანიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.