fukuyama logo

სიახლეები

სექტემბერი 30, 2021 30 სექტემბერი მთარგმნელთა საერთაშორისო დღეა! ვულოცავთ ყველა მთარგმნელს!

30 სექტემბერი მთარგმნელთა საერთაშორისო დღეა! ვულოცავთ ყველა მთარგმნელს!
უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს EPRC-სა და ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ერთობლივი საგამომცემლო პროგრამა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვთარგმნით და გამოვცემთ იმ ლიტერატურას, რომელსაც აუცილებლად ვთვლით იყოს ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველებისთვის მშობლიურ ენაზე.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენ მიერ ინგლისური, გერმანული თუ ფრანგული ენებიდან ნათარგმნი წიგნების საშუალებით ქართველ მკითხველს ვაძლევთ შესაძლებლობას უკეთესად გაერკვეს საერთაშორისო პოლიტიკისა და დემოკრატიული განვითარების პროცესებში.
განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მთარგმნელს, ზაზა შენგელიას, რომლის გარეშე საგამომცემლო პროგრამის განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა.