დავით ჭკადუა

EPRC-ის საპატიო პრეზიდენტი

დავით ჭკადუა არის EPRC-ის (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის) ერთ–ერთი დაამაარსებელი და დირექტორი (2002-2006). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ასპირანტურის განყოფილება.

დავით ჭკადუა არის EPRC-ის (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის) ერთ–ერთი დაამაარსებელი და დირექტორი (2002-2006). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ასპირანტურის განყოფილება. არის ტოკიოს სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის მაგისტრი ეკონომიკური მოდელირების სპეციალობით. ამასთანავე, მიიღო ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის მაგისტრის ხარისხი ფინანსისტის სპეციალობით. არის EPRC-ის საერთაშორისო კვლევითი პროექტების ორგანიზატორი. მიღებული აქვს კვლევითი გრანტები მსოფლიო ბანკიდან, ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE) - საქართველოსათვის ეკონომიკის პროგნოზირების, CGE-ის მოდელის შექმნისათვის. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო ექსპერტი. მუშაობს ამსტერამში (ING) ბანკის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

ნინო ევგენიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ნინო ევგენიძე - Economic Policy Research Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და "ამერიკული ინტერესი - საქართველოს" გამომცემელია. ის არის ,,თბილისის საერთაშორისო კონფერენციის" თანადამფუძნებელი McCain Institute-თან და ლიდერთა განვითარების აკადემიის დამფუძნებელი Stanford Center on Democracy, Development, and the Rule of Law (CDDRL)-თან ერთად. ის ასევე არის Fukuyama Democracy Frontline Centre-ის თანადამფუძნებელი.

ნინო ევგენიძე - Economic Policy Research Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და "ამერიკული ინტერესი - საქართველოს" გამომცემელია. ის არის ,,თბილისის საერთაშორისო კონფერენციის" თანადამფუძნებელი McCain Institute-თან და ლიდერთა განვითარების აკადემიის დამფუძნებელი Stanford Center on Democracy, Development, and the Rule of Law (CDDRL)-თან ერთად. ის ასევე არის Fukuyama Democracy Frontline Centre-ის თანადამფუძნებელი.

2013 წელს ნინომ დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამა. მსოფლიო ბანკის სტიპენდიით დაამთავრა გაერთიანებული ვენის ინსტიტუტის ეკონომიკური პოლიტიკის მართვის ფაკულტეტი. მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდია (Chevening Fellow) და მიენიჭა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი (LSE). ნინო ფლობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტიდან. ამას გარდა, არის ჰოლანდიის მთავრობის სტიპენდიანტი (Nuffic Fellow) და მიიღო დიპლომი საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის სპეციალობით მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან.

ნინო ევგენიძე, ,,რადიო თავისუფლების" ყოველდღიური დილის ეკონომიკური გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მას აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში - ეკონომიკური რეფორმების ცენტრში მრჩევლად, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. ამასთანავე, იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიების მედია კოორდინატორი. ნინო ევგენიძე საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის საბჭოს თავმჯდომარეა.

ირინა გურული

დირექტორის მოადგილე

ირინა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში 2011 წლიდან მუშაობს. ამჟამად ის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ასევე პასუხისმგებელია ცენტრის კვლევით საქმიანობაზე.

ირინა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში 2011 წლიდან მუშაობს. ამჟამად ის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ასევე პასუხისმგებელია ცენტრის კვლევით საქმიანობაზე. ირინას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, რაც მოიცავს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვას, კვლევით, მონიტორინგის, ტრენინგის და ადვოკატირების კუთხით მუშაობის გამოცდილებას. აკადემიური საქმიანობის კუთხით, 2015 წლიდან ირინა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი სტუდენტი და მიწვეული ლექტორი. ირინას დამთავრებული აქვს იონშოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა (შვედეთი), სადაც მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და ეკონომიკაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირინას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაციით. ირინა არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული.

ლაშა დოლიძე

ლაშა დოლიძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს 2006 წელს შემოუერთდა. მას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.

ლაშა დოლიძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს 2006 წელს შემოუერთდა. მას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. ლაშა იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის სოფლის მეურნეობის კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილე. მუშაობდა პროექტის მენეჯერის თანაშემწედ CNFA საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ იყო დაფინანსებული. მანამდე, ის ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კომპონენტს USAID-ის მიერ დაფინანსებული AgVantage პროექტში, სადაც ის პასუხისმგებელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიის შემუშავებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სამინისტროსათვის. ლაშა იყო ეკონომიკური რეფორმების ცენტრისა და სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის კაბინეტთან არსებული ინვესტიციების მოზიდვის საბჭოს მრჩეველი. ის ფლობს განვითარების ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს უილიამის კოლეჯიდან, აშშ.

თამარ ხორბალაძე

განათლების მიმართულების მენეჯერი

თამარი EPRC-ის გუნდს 2004 წელს შემოუერთდა. წლების განმავლობაში იგი იყო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი და ექსპერტი.

თამარი EPRC-ის გუნდს 2004 წელს შემოუერთდა. წლების განმავლობაში იგი იყო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი და ექსპერტი. დამთავრებული აქვს თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე შვედეთის მედიის უმაღლესი სკოლის (FOJO) გადამზადების კურსები; ვენის IMFის ინსტიტუტის კურსი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ბიუჯეტირებაში;

გავლილი აქვს როიტერის ტრენერების ტრენინგი; მიღებული აქვს მონაწილოება აშშ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამაში. 1995 წლიდან მუშაობდა გაზეთ \"დრონში\", \"24საათში\", საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში, ჟურნალ \"ტაბულაში\", რადიო \"მწვანე ტალღაში\". იყო ეკონომიკური მიმომხილველი, ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი, საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემის წამყვანი. წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ჟურნალისტიკას. ასევე იყო UNDP-ის მიწვეული ტრენერი საზოგადოებრივი დამცველისა და მედია-პროგრამებში; ამჟამად ასწავლის თსუ-ში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის თსუ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის \"თსუ მეცნიერება\" მთავარი რედაქტორი.

შოთა ღვინერია

უსაფრთხოების მიმართულების მენეჯერი

შოთა ღვინერია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შეუერთდა 2017 წლის სექტემბრიდან. 2001 წლიდან მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. ბოლო პერიოდში ის მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის თანამდებობაზე.

შოთა ღვინერია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შეუერთდა 2017 წლის სექტემბრიდან. 2001 წლიდან მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. ბოლო პერიოდში ის მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე ის მუშაობდა უსაფრთოების პოლიტიკასთან და ნატო-ში ინტეგრაციასტან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე. წინა პერიოდში შოთა ასევე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლიად. 2010-2014 წლებში შოთა ღვინერია იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში. საგარეო საქმეთა სამინისტროში მას ასევე ეკავა ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის და ნატო-ს სამმართველოს თანამდებობები.

2006-2008 წლებში შოთა მივლინებული იყო მრჩევლად ნატო-ში საქართველოს მისიაში. 2015 წელს შოთა ღვინერიას მიენიჭა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სტრატეგიულ სწავლებათა მაგისტრის ხარისხი. 2005 წელს ის გახდა მადრიდის დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მანამდე, შოთამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მოიპოვა საჯარო მოხელის მაგისტრის წოდება.

გიორგი ბაქრაძე

უფროსი მრჩეველი კვლევით საკითხებში

გიორგი ბაქრაძე 2014 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს . EPRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა უფროს მრჩევლად ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტში.

გიორგი ბაქრაძე 2014 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს . EPRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა უფროს მრჩევლად ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტში. 2003-2007 წლებში და 2010 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2010 წლის მაისიდან იგი ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში. არის უილიამის კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის მაგისტრი ეკონომიკის სპეციალობით (2003 წ.) გიორგი გახლავთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროგრამების კურსდამთავრებული 2007-2010 წლებში. მიღებული აქვს აგრეთვე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მეცნიერებათა ხარისხი (1996 წ.) და გახლავთ ცენტრალური ბანკის თანამშრომელთათვის გამართული არაერთი კურსის თუ სემინარის (Bank of England, Swiss National Bank, Joint Vienna Institute, IMF Institute, და ა.შ.) მონაწილე.

გიორგის აქვს სამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება ხოლო 2012 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთანაც. ამავე დროს მას გააჩნია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილებაც, დაიწყო რა თავისი კარიერა ამ სფეროში თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტში (1997-2000 წწ). მისი ინტერესები ეკონომიკის ფარგლებსაც სცდება. იგი გახლავთ საქართველოს ტელევიზიის ინტელექტუალური შოუს წარმატებული მონაწილე და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზის მფლობელი.

გიორგი ორმოცაძე

მკვლევარი

გიორგი ორმოცაძე არის ტარტუს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი, ბალტიის ზღვის რეგიონზე სპეციალიზებით.

გიორგი ორმოცაძე არის ტარტუს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი, ბალტიის ზღვის რეგიონზე სპეციალიზებით. გარდა ტარტუს უნივერსიტეტისა, ის ასევე სწავლობდა ჩარლზის უნივერსიტეტში. ფლობს თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში. გიორგის აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებსა და კვლევით ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორისაა,  ესტონეთის ადმიანთა უფლებათა ინსტიტუტი, ბალტიის ჟურნალი, და პრაღის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. გიორგი არის  ბალტიის ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესახებ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესების სფერო მოიცავს ევროპული ინტეგრაციის, ბალტიის ზღვის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და რუსული რბილი ძალის საკითხებს.

ანა თავაძე

პროექტის მენეჯერი [Fukuyama Democracy Frontline Centre]

ანა ახალგაზრდული კლუბის მენეჯერია ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში, სადაც ის გეგმავს და ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის ამაღლებას და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას.

ანა თავაძე არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის EduSpace- ის თანადამფუძნებელი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. ასევე, ახალგაზრდული კლუბის მენეჯერი ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში, სადაც ის გეგმავსდა ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის ამაღლებას და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას. ანა თავაძე ასევე არის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ForbesWoman Georgia- ში, სადაც ის აწარმოებს სტრატეგიულ მოლაპარაკებებს კომპანიის პარტნიორებთან, წერს ისტორიებს ქალთა წარმატებაზე და ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, ეკონომიკურ ზრდაში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით.  უმუშავია ისეთი მედია პლატფორმებისთვის, როგორიცაა Forbes Georgia,რუსთავი 2 და RedPers. იგი ასევე მუშაობდა დუალური პროფესიული განათლების კონსულტანტად GI Media Group-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შექმნილი ერთობლივი პროექტისთვის. იგი მუშაობდა ვებრედაქტორად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოს CARE International კავკასიასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საერთო მისიაში. ანათავაძე არის სამოქალაქო აქტივისტი და ძირითადად ორიენტირებულია:ანტისაოკუპაციო მოძრაობებზე, ქალთა უფლებებისა და ლგბტ უფლებების დაცვაზე.  2019 წლის იანვარში ანა თავაძეს მიენიჭა ორმაგი ბაკალავრის ხარისხი მედიისთეორიაში University of Amsterdam-იდან და Vrije Universiteit Amsterdam-დან. მისი საბაკალავრო კვლევა:  რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა: მედია წიგნიერების მნიშვნელობა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიის პედაგოგიური გამოყენებების რეკონცეპტუალიზაცია - საქართველოს საქმე. 

ნინო გამხარაშვილი

პროგრამების კოორდინატორი

ნინო გამხარაშვილი 2019 წლიდან შემოურთდა EPRC-ის გუნდს. მას საქართველოში კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს.

ნინო გამხარაშვილი 2019 წლიდან შემოურთდა EPRC-ის გუნდს. მას საქართველოში კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორისაა იურიდიული კომპანია „ღვინაძე და პარტნიორები" და სს „თიბისი ბანკი". ნინო 7 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში, კერძოდ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაბოდა.

ნინო აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების პროცესში. სამუშაოს ფარგლებში, ნინო ახორციელებდა საექსპორტი ბაზრების კვლევას და შესაბამისი რეკომენდაციებისა და რჩევების შემუშავებას. იგი ასევე, მუშაობდა პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე. ნინო სრულყოფილად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. 

მარეხ გურული

ფინანსური მენეჯერი

მარეხ გურული 2018 წლიდან შემოურთდა EPRC -ის გუნდს. მას აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მარეხ გურული 2018 წლიდან შემოურთდა EPRC -ის გუნდს. მას აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ნორმატივების დეპარტამენტის უფროსად, სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიებში რეპორტინგის მენეჯერად, ფინანსურ დირექტორად. დამთავრებული აქვს ACCA და არის მისი წევრი. 2015 წლიდან არის სერთიფიცირებული (რეგისტრირებული) აუდიტორი. 

ია შაოშვილი

ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი

ია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა . მას საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს.

ია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა . მას საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის საფინანსო ორგანიზაციებში, კერძოდ: სს „პრივატ ბანკში“ და შპს მისო „ევრო კრედიტში“ ია 6 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო, საჯარო სექტორში, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობის პერიოდში ია ჩართული იყო საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავება-განხორციელების პროცესში. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში ია ორგანიზებას უწევს ოფისის გამართულ მუშაობას და ასრულებს ადმინისტრაციულ სამუშაოს, ასევე ჩართულია სხვადასხვა პროექტებში და კვლევებში.

ნიკოლოზ მიქელაძე

ბუღალტერი

ნიკოლოზი 2007 წლიდან EPRC-ის ფინანსური მენეჯერია. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ნიკოლოზი 2007 წლიდან EPRC-ის ფინანსური მენეჯერია. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნიკოლოზს მრავალწლიანი საფინანსო/საბუღალტრო გამოცდილება აქვს, იგი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "ტაოს" მთავარ ბუღალტრად.