აშშ-ს სახლემწიფო მდივანთან შეხვედრაში მონაწილეობა EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ მიიღო
 18/11/2020

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაშიო მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა და განვითარება, კანონის უზენაესობა და მისი მნიშნელობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკულ ინვესტიციებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხზე. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობას, რუსეთის გავლენისგან თავის დაცვის კუთხით. არასამთვრობო ორგანიზაციების წარომადგენლება ითხოვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარება და ამ საკითხში სახელმწიფო მდივანის მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.