ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლის ივლისიდან აშშ–ს საელჩოს დახმარებით განახორციელა პროექტი „ახალი საგადასახადო კოდექსი საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისათვის“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კერძოდ, ახალციხეში, გარდაბანში, მარნეულში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ინტენსიური ტრეინინგების კურსი ჩაატარა და ჯამში 102 მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი დაატრეინინგა.
პრეზენტაციას დაესწრნენ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში მოქმედი საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.