ევროპეიზაცია საზღვრებს მიღმა

დონორი: ღია საზოგადოების ინიციატივა ევროპისთვის (OSIFE)
ხანგრძლივობა: 2018 - 2019

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს EPRC-ს ჩართულობას ევროკავშირსა და საქართველოს ევროპულ საგარეო კურსთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ორგანიზაციის კვლევითი, საადვოკაციო და საკომუნიკაციო უნარების გაზრდის საშუალებით.

EPRC-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაციის აზრით მნიშვნელოვანია ევროპული პარტნიორების სტაბილური და მდგრადი ქსელის შექმნა, რომ ერთობლივად შემუშავდეს და განხორციელდეს კვლევითი და საადვოკაციო ინიციატივები მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების შესახებ. ამ მიზნების მიღწევა იგეგმება ორი კომპონენტის განხორციელებით:

 

  1. „ხიდების შენების“ კომპონენტი - რომელიც დასავლეთ ევროპაში საადვოკაციო ვიზიტებს ითვალისიწნებს. ამის საშუალებით მოხდება კვლევითი ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირება, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.
  2. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია - როგორც პლატფორმა, რომლის შესაძლებლობითაც მოხდება ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიების საქართველოში წარმოდგენა. 

 

 



< უკან